ბოლნისის 23-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის განცხადებით, ცესკოს წარმომადგენლებმა დარღვევების დაფიქსირებაში ხელი შეუშალეს

614

ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქის მე-20 უბანზე პრესმედიის წარმომადგენელი დარღვევებზე საუბრობს. დამკვირვებლის განცხადებით, ცესკოს წარმომადგენლებმა დარღვევების დაფიქსირებაში ხელი შეუშალეს და კომისიის წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ვითარებას. მისი განცხადებით, კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა და პრესმედიის დამკვირვებელმა კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება სცადა. “იქამდე მიიყვანა კომისია, რომ პროტესტის ნიშნად მათ უნდოდათ საარჩევნო პროცედურის შეწყვეტა. ჩვენი ბრძანებით კომისიამ გააგრძელა მუშაობა და ახლა მშვიდ ვითარებაში გრძელდება ხმის მიცემის პროცესი,”- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ფოტო: მარიამ ქართველიშვილი

წყარო: იმედინიუსი