რუსთავის მე-16 საარჩევნო უბანზე, ,,ქართული ოცნების“ და ,,ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

523

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მე-16 საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო, სადაც ,,ქართული ოცნების“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები აცხადებენ, სკოლის ვიდეო კამერები, რომელიც დერეფანშია განთავსებული შეფუთულია.

”ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორები ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უბნის ტერიტორიაზე აგიტაციაშიც ადანაშაულებდნენ, რასაც ”ქართულ ოცნებაში” კატეგორიულად უარყოფენ.

რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური  აცხადებს, რომ სკოლის კამერების მდგომარეობა განათლების სამინისტროსა და თავად სკოლის ადმინისტრაციის პრეროგატივა. რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო უბანს, იქ კამერები შეფერხების გარეშე მუშაობს და #16 საარჩევნო უბანზე არანაირი აგიტაცია არ მიმდინარეობს

წყარო: ინტერპრესნიუსი