12 საათის მონაცემებით ოზურგეთში 13 876-მა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

530

როგორც “გურიის მოამბეს” ოზურგეთის #60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვოიად თენიეშვილმა განუცხადა, 12 საათის მონაცემებით, ოზურგეთის საარჩევნო უბნებზე ხმა ამომრჩეველთა 22 %-მა მისცა.

ამ წუთების მონაცემებით, 13 876-მა ამომრჩეველმა საკუტარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
თენიეშვილის თქმით, საოლქო კომისიაში ჯერ მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” სარჩელი გურიანთის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ შეიტანა, რომელიც კომისიის წევრებს უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდა.

წყარო: გურიის მოამბე