ცესკო განმარტავს, რომ დამკვირვებლებსა და პარტიის წარმომადგენლებს, რეგისტრაციის სიიდან ამომრჩევლთა მონაცემების ამოწერას ვერ აუკრძალავს, რადგან საჯარო ინფორმაციაა

905

საარჩევნო უბანზე ამომრჩველთა მონაცემების ამოწერის შესახებ ცენტრალურ სააარჩევნო კომისიაში არაგეგმიური ბრიფინგი გაიმართა. ცესკო განმარტავს, რომ დამკვირვებლებსა და პარტიის წარმომადგენლებს, რეგისტრაციის სიიდან ამომრჩევლთა მონაცემების ამოწერას ვერ აუკრძალავს, რადგან საჯარო ინფორმაციაა:

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრში შემოდის სატელეფონო შეტყობინებები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ საარჩევნო უბნებში სხვადასხვა სუბიექტების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ ხდება მონაწილე ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება რეგისტრატორთან, კონკრეტულად კი სიაში რეგისტრაციის ნომრის ამოწერა და დაფიქსირება, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, დამკვირვებლებს და სუბიექტების წარმომადგენლებს,  რომლებიც სარგებლობენ იმავე უფლებებით, შეუძლიათ კენჭის ყრის დღეს საარჩევნო უბანში შეუზღუდავი გადაადგილება, ასევე დააკვირდნენ კენჭის ყრის პროცესის ყველა დეტალს, ნებისმიერი ადგილიდან, ამომრჩეველთა სიაში, ამომრჩევლის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, შესაბამისად დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება, უფრო მეტიც ცესკო ვალდებულია არ შეზღუდოს დამკვირვებლების უფლებების მქონე პირების კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელება”,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

იხილეთ სრულად: ნეტგაზეთი