“ქართული ოცნების” ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი – სუს-ის ჩართულობა საარჩევნო პროცესში ტყუილია

640

სუს-ის ჩართულობა არის ტყუილი, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას “ქართული ოცნების” ბათუმის შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭეიშვილმა. მისი თქმით, სუს-ის მაღალჩინოსნების საარჩევნო პროცესებში ჩართულობა “ქართული ოცნების” პერიოდში არასდროს დაფიქსირებულა. ჭეიშვილის თქმით, არჩევნები აჭარაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

“სუს-ის ჩართულობა სიცრუეა. ისინი ცხრა წლის განმავლობაში, რასაც აკეთებდნენ, ამას ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უთხრა – არა. “ქართული ოცნება” უკვე მეხუთე არჩევნებს ატარებს და ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, სადაც სუს-ის ჩართულობა იყო“, – აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ სუს-ი ბათუმში საარჩევნო პროცესში აქტიურად არის ჩართული.

წყარო: ინტერპრესნიუსი