საჩხერეში 10:00 საათის მონაცემებით, ხმა 2688 მოქალაქემ მისცა, რაც ამომრჩევლის 7 %-ია

706

საჩხერეში 10:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 2688 ამომრჩეველმა გააკეთა. 50-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მანანა მუმლაძის განცხადებით, ეს ამომრჩევლის დაახლოებით 7%-ია.

მისივე თქმით, საჩხერის 47 უბანზე 42 654 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საჩხერეში ყველა უბანი 08:00 საათზე გაიხსნა და ამ დროისთვის დარღვევა არც ერთ უბანზე არ დაფიქსირებულა.

წყარო: ინტერპრესნიუსი