ლაშა დამენია: „ქართული ოცნება“ ზუგდიდში შეეცდება „კარუსელი“ დაატრიალოს

1279

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებისთვის“ ემზადება. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა დამენიას თქმით, „ქართული ოცნება“ შეეცდება „კარუსელი“ დაატრიალოს.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ კომისიის წევრებს მისცა დავალება, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების ბიულეტენებზე არ მოაწერონ ხელი და არ დასვან ბეჭედი. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი ბიულეტენი გაბათილდა. იგივე ხერხს მიმართავს ახლაც მმართველი პარტია. ასევე ისინი ეცდებიან პირადი ნომრების გაყალბებით „კარუსელი“ დაატრიალონ. ყველა ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრს მოვუწოდებ, რომ ითანამშრომლონ ერთმანეთთან საარჩვენო უბნებზე, თუკი პირადობის მოწმობის სურათი შედარებული იქნება სარეგისტრაციო ჟურნალში არსებულ სურათთან ადვილად გამოვლინდება „კარუსელი“, -განაცხადა ლაშა დამენიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში კომენტარს არ აკეთებენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი