ლორა ტორტონი: იმედია, მარნეულის ინციდენტი უკანასკნელი იქნება

794

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორტონი მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშრებით შეშფოთებას გამოთქვამს.

ლოტა ტორტონი იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ მოხდება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება.

“ჩვენს დამკვირვებლებს დავავალეთ ვითარებაში გასარკვევად ადგილზე ჩავიდნენ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოძიოს მომხდარი და დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადასცეს. ნებისმიერი ძალადობა არჩევნების დროს მიუღებელია. ვიმედოვნებთ, ეს ინციდენტი უკანასკნელი იქნება და არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდება“, – აღნიშნა ლორა ტორტონმა.

ცნობისთვის, გვიან ღამე სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” შტაბთან თავდასხმა მოხდა, დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი.

 

წყარო: აიპრესი