საარჩევნო გარემო ზუგდიდში კეჭისყრამდე ოთხი დღით ადრე – არასამთავრობოების შეფასება

1190

ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელებიც წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს აწარმოებენ, ვითარებას აფასებენ, როგორც მეტ-ნაკლებად „მშვიდს და სტაბილურს“.

მათივე შეფასებით, გასული წლებისგან განსხვავებით, ზუგდიდში, სადაც ყოველთვის სჭარბობდა ემოციები და ხშირად იყო ფიზიკური დაპირისპირებები, ამ დროისთვის საარჩევნო გარემო გაცილებით გაუმჯობესებულია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა იმედს გამოთქვამს, რომ მშვიდი გარემო შენარჩუნდება არჩევნების დასრულებლამდე.

„ჩვენი ორგანიზაცია აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და სულ ერთი საჩივარი დავწერეთ საოლქო საარჩევნო კომისიაში, აგიტაციისთვის. სოფელ ყულიშკარის გამგებელმა, რომ სია გააგზავნა საარჩევნო შტაბში ამ საკითხზე არის საჩივარი დაწერილი. მან გააგზავნა სია, სადაც ჩამოთვლილი იყო ამ სოფლის მცხოვრები საჯარო მოხელეები“, – განაცხადა არჩილ თოდუამ.

მისივე განმარტებით, საყურადღებოა ასევე, საჯარო მოხელეთა თუ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მობილიზების ფაქტები მმართველი პარტიის კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრებისას.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატების საარჩევნო შეხვედრებზე ამახვილებს ყურადღებას „საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა იხსენებს მმართველი პარტიის წარმომადგენლის შეხვედრას პედაგოგებთან, სადაც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მათი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

სტატიის სრულად წასაკითხათ გადადით ბმულზე: ლაივპრესი