თვითმმართველობის არჩევნებს 30 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება

696

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 30 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. ორგანიზაციებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია უკვე გაიარეს.

თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების სურვილი გამოთქვეს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ისე სხვადასხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელებმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, “საარჩევნო კოდექსის” თანახმად რეგისტრაცია გაიარეს და არჩევნებს დააკვირდებიან შემდეგი ორგანიზაციები: მალავის საარჩევნო კომისია, საერთაშორისო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რუმინეთის მუდმივი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, მოლდოვას რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია, თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო, ლიტვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია, ბულგარეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია, ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია, მსოფლიოს საარჩევნო ადმინისტრაციების  ასოციაცია (A-WEB), ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია (IEC), მალდივის საარჩევნო კომისია, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ხორვატიის რესპუბლიკის სახელმწიფო საარჩევნო კომისია, იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია, შრი-ლანკას საარჩევნო კომისია, საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრი (ICPS), ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი, იტალიის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, შვედეთის საელჩო საქართველოში, დემოკრატიისა და დემოკრატიზაციის საერთაშორისო ცენტრი (ICEDD), ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება (IUSY).