ნაფარეულში 250 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

987

მთავრობის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მდებარე 430 კვ. მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 6 450 ლარად საკუთრებაში შპს „ლოპოტას“ გადაეცა.

“ლოპოტა” ვალდებულია 12 თვის ვადაში 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

“უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობების თანახმად, შპს „ლოპოტამ“ საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს; 12 თვის ვადაში კი 25 ათასი ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე უნდა გადარიცხოს. შპს ვალდებულია უძრავი ქონების არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეების შეინარჩუნოს”, –ნათქვამია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრით დათარიღებულ განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს.

შპს „ლოპოტას“ 62%-ს შპს „ლოპოტა ინვესტმენტი“; ხოლო 38%-ს საპარტნიორო ფონდი ფლობს. ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოების მიზნით, საპარტნიორო ფონდსა და შპს „ლოპოტა ინვესტმენტს“ შორის შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაფორმდა.

წყარო: კახეთინიუსი