NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია უკვე თბილისშია

628

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია უკვე თბილისშია და არჩევნებს ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებთან ერთად დააკვირდება.

სადამკვირვებლო დელეგაციის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებაა. მუშაობის პროცესში დელეგაცია დაეყრდნობა NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს, რომელიც საქართველოს ივლისში სტუმრობდა; ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლების შეფასებებს, რომლებიც საქართველოში აგვისტოდან იმყოფებიან.

დელეგაციას ხელმძღვანელობენ: კარლ ინდერფურტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; მარგარეთ კურანი, ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ლეიბორისტული პარტიიდან; რაინ მაკლინი, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონის ყოფილი მერი; ნინა იანკოვიჩი, დემოკრატიის, მმართველობისა და კომუნიკაციების სპეციალისტი; ალექსანდა კურატკო-ფანი, არჩევნებისა და საპარლამენტო განვითარების ექსპერტი; დონალდ ბრაუნლი, ვირჯინიის შტატის კონგრესმენის – ჯერალდ კონოლის – კამპანიის მენეჯერი; ებრუ აგდუკი, NDI თურქეთის ოფისის დირექტორის მოადგილე; და ლორა თორნტონი, NDI-ის გლობალური ექსპერტი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.