”თავისუფალი საქართველო” – ტერიტორიის 1 ლარად გასხვისება, სააკაშვილის რეჟიმის პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს

1349

თბილისის საკრებულოს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის 1 ლარად გადაცემა, წარმოადგენს სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე უფრო მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას, – ამის შესახებ ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  განცხადებაში, ასევე, წარმოდგენილია იმ ქონებათა მცირე ჩამონათვალი, რომელიც გასხვისდა სხვადასხვა დროს წინა და ამჟამინდელი რეჟიმების მიერ.

“კახა კუკავას და დიმტრი ლორთქიფანიძის პროგრამა ითვალისწინებს ორივე რეჟიმის პირობებში 1 ლარად გასხვისებული ქონების საქმეების შემსწავლელი კომისიის შექმნას“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.