TI-ის კვლევა: თბილისის მერობის კანდიდატებისა და პარტიული სიის პირველი ნომრების ქონება

203

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატებისა და საკრებულოს პარტიული სიების პირველი ნომრების ქონებას და ბიზნესინტერესებს, რომელთა მოკვლევა საჯარო რეესტრის ბაზებითა და შესაბამისი პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლით გახდა შესაძლებელი.

  • თბილისის მერობის 14 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი – ალექსანდრე ელისაშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი;

  • დედაქალაქს მერობის 2 ქალი კანდიდატი ჰყავს – ელენე ხოშტარია „ევროპული საქართველოდან“ და ირმა ინაშვილი „დავით თარხან-მოურავი, ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“;

  • კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებიდან პარტიული სიის პირველ ნომრად ქალი კანდიდატები დაასახელეს „ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ”, “რესპუბლიკურმა პარტიამ” და „სამოქალაქო პლატფორმა – ახალმა საქართველომ“;

  • კვალიფიციური სუბიექტების მიერ დასახელებული მერობის კანდიდატებიდან 3-ს (კახა კალაძე, ირმა ინაშვილი, კახა კუკავა) ბიზნესინტერესები აქვს კომპანიებში; რაც შეეხება პარტიული სიების პირველ ნომრებს, ბიზნესინტერესები მხოლოდ „ქართული ოცნების“ სიით წარდგენილ მარიკა დარჩიას აქვს;

  • მერობის კანდიდატებიდან 5-ს (კახა კალაძე, ელენე ხოშტარია, კახა კუკავა, გიორგი ვაშაძე, გიორგი გუგავა, თენგიზ შერგელაშვილი), სიის პირველი ნომრებიდან ასევე 5-ს (დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიორგი გაბაშვილი, გოჩა თევდორაძე,  ხათუნა სამნიძე, ნანა ტოხვაძე)  სხვადასხვა დროს პოლიტიკური შემოწირულობა აქვთ განხორციელებული.

იხილეთ დოკუმენტი სრულად