სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა გზა გადაკეტეს

999

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია ჩავიდა.

როგორც კობა ქანთარიამ განაცხადა, გუბერნატორი ადგილზე არ იმყოფება, თუმცა ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის საკითხზე ხელისუფლება აქტიურად მუშაობს. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა ადგილობრივმა მთავრობამ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე დააყენა.

აქციის მონაწილეები კვლავ გზის სავალ ნაწილზე იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კონკრეტული პასუხის მიღებამდე, ისინი არ დაიშლებიან. ადგილობრივები ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, მოსახლეობას თხილის ერთი კომპენსაციის სახით ძირზე 3-დან 5 ლარამდე გადაუხადონ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეკრებილმა მოსახლეობამ ზუგდიდთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. მანამდე, აქციის მონაწილეები პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან ნიკა მელიასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები გუბერნატორთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი