ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის მაჟორიტარობის ოთხმა კანდიდატმა დატოვა

884

,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში მაჟორიტარობის ოთხმა კანდიდატმა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია imedinews-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ზუგდიდის ოფისში დაუდასტურეს.

,,67 საოლქო საარჩევნო კომისიას ენმ-ს დატოვების შესახებ მოგვმართა გელა თოლორაიამ, ლევან მაქაცარიამ, გოდერძი კუკავამ და ბორის თოდურიამ. თუმცა ვადები უკვე გასულია და ეს არაფერს არ ცვლის” განუცხადა imedinews-ს მირანდა მესხმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: იმედინიუსი

ფოტო: იმედინიუსი