თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

852

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ მიზნით, სოფელში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 18 895 კვ. მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 100 ათას ლარად, საკუთრებაში ბიზნესმენ გიორგი თათილაშვილს გადაეცა.
აღნიშნულ განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ– მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

,,საპრივატიზებო პირობების თანახმად, თათილაშვილმა თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს; თორმეტი თვის ვადაში კი 50 000 ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია უნდა გადარიცხოს ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე. ამასთან, ინვესტორი ვალდებულია უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 20 ნომრიანი სასტუმრო ააშენოს, რომელიც უნდა მოიცავდეს რესტორანს/რესტორნებს, სასტუმროს ეზოს გამწვანებას, განათებას, არანაკლებ ოც ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს”, – ნათქვამია 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

წყარო: კახეთინიუსი

ფოტო: კახეთინიუსი