ლაშა გოგია: რუხში რიყე – ტყაიას გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება

668

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია რუხის ამომრჩევლებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი თოდუა წარუდგინა. მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„რუხი, ერთ-ერთი სტრატეგიული სოფელია, სადაც უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. აქ ჩვენ მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური საავადმყოფო ავაშენეთ, რომელიც 220 ადგილიანია და მომავალ წელს გაიხსნება. საავადმყოფოს მედპერსონალი გადამზადებას საზღვარგარეთ, ცნობილ კლინიკებში გაივლის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს რუხი სავაჭრო ცენტრს, სადაც ასევე ფუნქციონირებს იუსტიციის საზოგადოებრივი ცენტრი და ემსახურება, როგორც ადგილობრივებს, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. „ვიცი რომ თქვენთვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას საბავშვო ბაღი წარმოადგენს, რომელის პრობლემასაც მოვაგვარებთ და თქვენ ახალი საბავშვო ბაღი გექნებათ. მოხდება აბასთუმანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ( ზაურ თოდუას ქუჩა), 2018 წელსვე დაიწყება რუხი-რიყე-ტყაიას გზის რეაბილიტაცია“, – განაცხადა ლაშა გოგიამ.

წყარო: livepress

ფოტო: livepress