თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 3 442 455 ამომრჩეველს აქვს

688

თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 3 442 455 ამომრჩეველს აქვს, აქედან 54% ქალია ხოლო 46% კაცი, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

რაც შეეხება თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, აქ 57% ქალი ამომრჩეველია, ხოლო 43% კაცი.

თამარ ჟვანიას განცხადებით, სმარტფონებით, პლანშეტით და ცესკოს ვებ-გვერდის მეშვეობით ამომრჩეველს საშუალება აქვს, შეამოწმოს საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში. ამ მიზნით, ცესკომ კამპანიაც დაიწყო – „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“.

თამარ ჟვანიას თქმით, ხვალიდან დაიწყება მნიშვნელოვანი საარჩევნო დოკუმენტაციის ბეჭდვა, მათ შორის, 11 მილიონამდე ბიულეტენი დაიბეჭდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი