თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო ხედვები www.partiebi.ge-ზე

1222

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატების მიერ საკუთარი წინასაარჩევნო ხედვების უკეთ ფორმირების წახალისებისა და მათი საზოგადოებისათვის მოსახერხებელი ფორმით მიწოდების მიზნით, “აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა” (EECMD) თბილისის მერობის კანდიდატებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე მოკლე პასუხების გაცემა შესთავაზა .

არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატების პასუხები განთავსებულია განახლებულ ვებ-გვერდზე. partiebi.ge-ის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ცალკეული პოლიტიკური პარტიების/ბლოკების და კანდიდატების ხედვებს და ისინი ერთმანეთს თემატურად შეადაროს.

ამასთან, თითოეული კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებები ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტებმა შეაფასეს. ამ შეფასების შედეგები ასევე გამოქვეყნდება ამ ვებ-გვერდზე.

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერობის კანდიდატები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ვებ-გვერდი www.partiebi.ge,  , რომლის პრეზენტაციაც დღეს, 13 ოქტომბერს გაიმართა, ხელმისაწვდომი იქნება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე. იგი ასევე ადაპტირებულია უსინათლო და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის.

წყარო: იმედინიუსი