მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა “TOYOTA CENTER MESTIA”-ს მშენებელი დააჯარიმა

773

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა “TOYOTA CENTER MESTIA” დააჯარიმა.

უწყების განმარტებით, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა მონიტორინგის დროს სამშენებლო ობიექტზე გამოავლინა დარღვევა. კერძოდ, მშენებლობა არ მიმდინარეობდა გაცემული სანებართვო პირობების შესაბამისად. ნებართვით გაცემული განაშენიანების მოცულობა საგრძნობლად აღემატებოდა რეალური განაშენიანების ფართობს (პროექტში მითითებულია 467 მ², ხოლო რეალურად 1081 მ²–ია), ხოლო მეორე მშენებარე ნაგებობა სრულიად აცდენილია განაშენიანების საპროექტო არეს.

მოქალაქეს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია სანებართვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა.

მშენებლობის ნებართვა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 1 აპრილს გასცა, მისი დასრულების ვადა კი 2018 წლის 1 აპრილია.