ცაგერის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ოცნებასთან დაპრისპირებას შეცდომად მიიჩნევს

1368

ცაგერში მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალუდა კვირიკაშვილმა კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნა. ალუდა კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ის 2012 წლიდან ქართული ოცნების წევრია და დამოუკიდებლად კენჭისყრა შეცდომა იყო, რითაც პრემიერს და პარტიას დაუპირისპირდა.

ალუდა კვირიკაშვილმა გადაწყვეტილების მიზეზი არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ განცხადებას არჩევნების დასრულების შემდეგ გააკეთებს. მან მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, ხმა ქართული ოცნების კანდიდატს ავთანდილ უგრეხელიძეს მისცენ.

წყარო: იმედინიუსი