ზესტაფონობის დღესასწაული და „ღვინის ფესტივალი“ 15 ოქტომბერს გაიმართება

1213

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის განცხადებით ზესტაფონობის დღესასწაული და „ღვინის ფესტივალი“ 15 ოქტომბერს გაიმართება.

მასობრივი კულტურული და სახალხო ღონისძიებების აღნიშვნა 14 საათიდან დაიწყება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორია) მოეწყობა სპეციალური დეკორაციები, წარმოდგენილი იქნება იმერული სამზარეულო. იგეგმება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა. ჩატარდება ღვინის ტრადიციული ფესტივალი, რომელიც იმერული ღვინის პოპულარიზაციას და ღვინის მწარმოებელთა გამოვლენას ემსახურება. ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდებიან საუკეთესო ღვინის მწარმოებლები, რომლებიც ფულად პრიზებს მიიღებენ.

საიუბილეო დღეების ფარგლებში იგეგმება ზესტაფონის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. ზესტაფონობის დღესასწაულის მუსიკალურ ნაწილზე, ჯგუფი „სტიქია“ იზრუნებს.