თელავის საარჩევნო ოლქში მერობის 10 კანდიდატი დარეგისტრირდა

849

თელავის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის 10 კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან, მანდატის მოპოვებას სამი ქალი შეეცდება.  ესენი არიან: “ევროპული საქართველო” – ლელა მენთეშაშვილი; “გიორგი ვაშაძე- ახალი საქართველო” – თამარ ლამაზოშვილი; “ახალი ქრისტიან-დემოკრატები”- ფიქრია შაბურიშვილი.

საოლქოს მონაცემებით, პარტიული სიებით განაცხადი ჯამში, 12-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გააკეთა. პირადი განცხადების საფუძველზე კი კანდიდატურა სამმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ცოტა ხნის წინ მოხსნა.

თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 54 უბანია. დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა კი 55 ათას 706 ფიქსირდება.

წყარო: იმედინიუსი