რას გვპირდებიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები

610

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის.

ორგზის პარლამენტარი – 2004 წელს პროპორციული სიით არჩეული, ხოლო 2008-2012 წლებში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა მაღლაკელიძე კენჭს საარჩევნო ბლოკიდან „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ იყრის;

რკინიგზელი გულადი (გია) ყრუაშვილი ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია საარჩევნო ბლოკიდან – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“;

პროფესიით ექიმი, 2007-2012 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დღეს საკრებულოს წევრი თორნიკე ავალიშვილი მერობის კანდიდატია საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

არქიტექტორი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი და ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი პაატა კიკნაძე ხარაგაულის მერობის კანიდადატად დასახელებულია პარტიიდან „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

საარჩევნო ბლოკიდან „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“ ხარაგაულის მერობის კანიდიდატია ლევან მარდალეიშვილი, რომელიც ამ დრომდე ხარაგაულში არ გამოჩენილა;

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე კენჭს ნიკოლოზ თოფურიძე იყრის. ის 2016 წელს, შუალედურ არჩევნებზე ხარაგაულის მოსახლეობამ გამგებლად აირჩია.

მერობის კანდიდატების, მათი ხედვებისა და დაპირებების გასაცნობად მათ რამდენიმე ერთნაირი შეკითხვით მივმართეთ.

სტატიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე: ჩემიხარაგაული

წყარო: ჩემიხარაგაული