წყალტუბოში, სოფელ ტყაჩირში, საბავშვო ბაღის შემოსაღობად 20 ათას 193 ლარია გამოყოფილი

591

წყალტუბოში, სოფელ ტყაჩირში, საბავშვო ბაღის შემოსაღობად 20 ათას 193 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტი აცხადებს.

უწყების ცნობით, სატენდერო წინადადებების მიღება 27 ოქტომბერს დაიწყება და 1 ნოემბერს დასრულდება. სამუშაოს შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 კალენდარული დღე განისაზღვრება.

მიმწოდებელი ვალდებულია, ამავე ვადაში წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, მოცულობასა და ფასებზე.

წყარო: რადიო “ძველი ქალაქი”