ტყიბულში ნაცმოძრაობის ყოფილი დეპუტატი მერობას “პატრიოტთა ალიანსიდან” აპირებს

648

ტყიბულის N57-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის 4 კანდიდატია დარეგისტრირებული. ისევე, როგორც სხვა არაერთ მუნიციპალიტეტში, აქაც კანდიდატები სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარტიას წარმოადგენდნენ. მათი ნაწილი წარსულში ტყიბულის გამგებლის პოსტსაც იკავებდა.

ქართული ოცნების კანდიდატი თემურ ჩუბინიძე და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ლევან დოხნაძე ყოფილი გამგებლები არიან. გოდერძი ცნობილაძე  2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე იყო, გასულ წლებში კი  სოფელ სოჩხეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი  იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ის ახლა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი –საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან “ იყრის კენჭს.

რაც შეეხება რუსლან ჯულაყიძეს, ის არჩევნებში მონაწილეობას პირველად იღებს. ჯულაყიძე მერობის კანდიდატად ბლოკმა “ბაქრაძე, უგულავა -ევროპული საქართველო” წამოაყენა.

წყარო: nfotkibuli.ge