ზაქარია ქუცნაშვილის მამამ თელავის გამგეობის აუქციონზე 30 948 კვ.მ მიწა იყიდა

796

თელავის გამგეობის მიერ გამოცხადებულ უპირობო აუქციონზე კოოპერატივმა „ნაფარეულის ბიოღვინო“ კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა და სოფელ ნაფარეულში მდებარე 30 948 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი იყიდა. კოოპერატივის გამგეობის წევრი და ერთ-ერთი დირექტორია პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის მამა – ომარ ქუცნაშვილი.

თელავის გამგეობამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში 2017 წლის 7 ივნისს დაირეგისტრირა, 3 აგვისტოს კი მისი პრივატიზების მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. მიწის საწყისი საფასური 11 900 ლარი იყო, ერთი ბიჯის ოდენობა კი 1190 ლარი. აუქციონის პირობები საინვესტიციო ან რაიმე სხვა ვალდებულებებს არ ითვალისწინებდა.

აუქციონი 1–ელ სექტემბერს დასრულდა და გამარჯვებულად გამოცხადდა მისი ერთადერთი მონაწილე – სასოფლო-სამურნეო კოოპარატივი „ნაფარეულის ბიოღვინო“ (ს/კ – 431176176), რომლის შეთავაზებულმა ფასმა, ბიჯის თანხის ჩათვლით, 13 090 ლარი შეადგინა.

სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე: reginfo

წყარო: reginfo