მანიპულაცია თუ პარტიების რეალური დაპირებები პენსიონერებს

830

წინასაარჩევნო კამპანია ორი ძირითადი ფაქტორით არის საინტერესო 1 -რამდენად ჯანსაღია წინასაარჩევნო გარემო, არიან თუ არა თანაბარ პირობებში არიან კანდიდატები და 2 – რა შინაარსისაა მათი დაპირებები ელექტორატისთვის. 

წინასაარჩევნო დაპირებები ყოველთვის მრავალფეროვანია. დაპირებებისა და სლოგანების ფორმირებაზე ყოველი არჩევნების წინ დიდი ფინანსური რესურსი იხარჯება. პარტია ,,ევროპული საქართველოს“ მთავარი გეგმა უკავშირდება ადგილობრივ არჩევნებს. წინასაარჩევნო გეგმის ერთ–ერთი მთავარი დაპირება კი საპენსიო დანამატია.

პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც პარტია მოიგებს თვითმმართველობის არჩევნებს, საპანსიო დანამატისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში გარკვეული თანხა იქნება გათვალისწინებული. ბაქრაძე განმარტავს, რომ ეს თანხა გამოიყოფა პრემიებისა და დანამატების გაუქმების ხარჯზე,,ასობით ათას პენსიონერს უწევს გამკლავება გაძვირებულ ცხოვრებასთანგაზრდილ ფასებთანგაძვირებულ წამალთანსიღარიბესთან და შეიქმნა ვითარებაროდესაც ხელისუფლება ერთ სიტყვას არ ეუბნება პენსიონერებს თუ რას ჰპირდებაიქნება თუ არა ამ ქვეყანაში პენსიის ზრდა და როგორ და როდის გაიზრდება პენსიადა მათი შემოსავალიჩვენი გეგმა მდგომარეობს შემდეგ ფორმულაშიშემცირდებაბიუროკრატიული ხარჯინათესავებისაქტივისტებისმეგობრების დასაქმებაპრემია/დანამატების გარდააღარ იქნება ფუფუნების ხარჯებიმანქანებიუზომოდგაბერილი ბენზინის ხარჯებისწორედ ამის ხარჯზე ვაპირებთგავზარდოთპენსია“, – განუცხადა Knews.ge–ს დავით ბაქრაძემ.

პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მათი გამარჯვების შემთხვევაში, კახეთის რეგიონში, თელავში პენსიის მომატებას 30 ლარით შეძლებენ, ხოლო რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი საპენსიო დანამატი 20 ლარით განისაზღვრება.
,,ევროპული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი ლელა მენთეშაშვილი მუნიციპალიტეტებში პენსიის დიფერენცირებული ოდენობით მატებას ადგილობრივ ბიუჯეტში თანხის განსხვავებული რაოდენობით ხსნის.

,,რეგიონის ყველა ქალაქში პენსიის ერთნაირი მატება ვერ იქნებაეს ყველაფერიდათვლილია ბიუჯეტებში არსებული ციფრების მიხედვითთელავის ბიუჯეტიგვაძლევს იმის საშუალებასრომ პენსია გავზარდოთ 30 ლარის ოდენობითშესაბამისად, 12 ათას 365 პენსიონერზე გამოიყოფა დაახლოებთ 4 მილიონ ნახევარილარიჩვენ გავზრდით პენსიას პრემიადანამატების ხარჯზეჩვენი დაპირება არისრეალური და ჩემი მერობის შემთხვევაშიეს ინიციატივა განხორციელდება“, – აღნიშნავს Knews.ge–სთან ლელა მენთეშაშვილი.

,,ევროპული საქართველოს“ ინიციატივის განხორციელების არ სჯერა მმართველი გუნდის თელავის მერობის კანდიდატს. შოთა ნარეკლიშვილი აღნიშნულს დაპირებას არარეალურად აფასებს.

,,ევროპული საქართველოს დაპირება არარეალურიამათ შეცდომაში შეჰყავთხალხიმათი დაპირებაარომ თელავში საპენსიო დანამატი იქნება 30 ლარიმათუნდა დააკონკრეტონრა თანხებით აპირებენ თითოეულ პენსიონერზე 30 ლარის გამოყოფას ადგილობრივი ბიუჯეტიდანეს არის იაფფასიანი მანიპულაციაეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია არ არის პენსიების მომატება“, – ამბობს Knews.ge-სთან საუბრისას შოთა ნარეკლიშვილი.

პენსიონერებისთვის სიახლე აქვთ პოლიტიკურ გაერთიანებას ,,ერთობა ახალი საქართველოსთვის” წევრებსაც. თელავის მერობის კანდიდატის, თამარ ლამაზოშვილის მტკიცებით, გამარჯვების შემთხვევაში, საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე იმუშავებს:

,,პენსიის ზრდა არ არისს თვითმმართველობის პრეროგატივა და შესაბამისადამასთან დაკავშირებით დაპირებას ვერ გავცემპარტიას შეგვაქვს კანონპროექტირომლის მიხედვითაც საპენსიო ასაკი გათანაბრდბა ქალბატონებსა და მამაკაცებსშორისბიუროკრატიული ხარჯების მოგვარებით ბიუჯეტიდან გამოთავისუფლდება თანხარომელიც ამის საშუალებას მოგვცემს“, – აღნიშნავს Knews.ge–სთან საუბრისას თამარ ლამაზოშვილი.

პენსიონერებს თანხის ოდენობის მომატებას არ პირდება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის მერობის კანდიდატი. შაქრო ტერტერაშვილი ამბობს, რომ მსგავს დაპირებას არ გასცემენ, თუმცა მერად არჩევის შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებას კონკრეტულ ინიციატივას წარუდგენს.

ახმეტის მუნიციპალიტეტში არის დისკრიმინაციული ნორმარომლის მიხედვითაც პანკისის ხეობის სოფლებში მცხოვრებ პენსიონერებს აქვს 216, ხოლოდანარჩენ სოფლებში მცხოვრებ პენსიონერებს კი, 180 ლარიჩვენი გამარჯვების შემთხვევაშიცენტრალურ ხელისუფლებას მივმართავთგაუქმდეს ეს დისკრიმინაციული ნორმა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ყველა სოფლის პენსონერს პენსია გაუთანაბრდესპენსიის გარდაახმეტის ყველა სოფელითუშეთის მაღალმთიანი სოფლების გარდაუნდა იყოს თანაბარ პირობებში“, – აცხადებს Knews.ge–სთან საუბრისას შაქრო ტერტერაშვილი.

წყარო: კახეთინიუსი