“ევროპული საქართველოს” საღებავშესხმული წინასაარჩევნო პლაკატები

857

იაძის ქუჩაზე „ევროპული საქართველოს“ საღებავშესხმული საარჩევნო მასალებზე „სამხრეთის კარიბჭემ“ დღეს, 11 ოქტომბერს, დილით შენიშნა.

ამ უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიიდან, გელა დემეტრაძე ამბობს, რომ მან პლაკატების დაზიანება რამდენიმე დღის წინ შეამჩნია: „ეს რიგითი მოქალაქის გაკეთებული არ იქნება. მმართველი გუნდის „ქართული ოცნების“ აქტივისტების გაკეთებული იქნება. საღებავების შესხმის ეს ერთი შემთხვევაა, დახეული და ძირს ჩამოყრილი პლაკატები კი მრავლად გვხვდება ხოლმე“.

„ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ პროვოკაციად აფასებენ: „არავის სააგიტაციო მასალას არ ვეხებით. პირიქით ხდება, ჩვენი კანდიდატების პლაკატებს აზიანებენ. ვცდილობთ გავარკვიოთ ვინ ხევს და საზოგადოებასაც ვაცნობებთ“, – ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი გვარამაძე.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე