2018 წელს იმერეთში ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყება

560

2018 წელს იმერეთში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. ამასთან, ორივე რეგიონში მოეწყობა ნარჩენების გადამტვირთი სადგურები. მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და მისი დასრულება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი. სამინისტროს ცნობით, მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 150 ადამიანი.