სამცხე–ჯავახეთში კანდიდატურები 26–მა საარჩევნო სუბიექტმა მოხსნა

924

საარჩევნო სუბიექტებისათვის კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა. სამცხე–ჯავახეთის ექვს საარჩევნო ოლქში, კანდიდატურა მერობის ორმა, მაჟორიტარობის 12–მა და პარტიული სიის 12–მა წევრმა მოიხსნა.

როგორც პარტიული სიის წევრობაზე, ისე მაჟორიტარობაზე, უარი ყველაზე მეტმა საარჩევნო სუბიექტმა, N39–ე ასპინძის საარჩევნო ოლქში თქვა.

აქ კანდიდატურა ოთხმა მაჟორიტარმა მოიხსნა, მათგან ერთი „ევროპული საქართველოს“, სამი კი კახა კუკავას პარტიის სახელით მონაწილეობდა არჩევნებში.

კანდიდატურები მოიხსნეს:

ლავრენტი შეშაბერიძემ – „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვარგავის ოლქში;
ნონა ვალიშვილმა – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა იდუმალის ოლქში;
რამაზ სანდროშვილმა – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავის ოლქში;
თამაზ ზედგინიძემ – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ძველის მაჟორიტარულ ოლქში.

გარდა ამისა, ასპინძაში, „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოდან” კანდიდატურები მოიხსნა პარტიული სიის რვა წევრმა: გრიგორ რიჟამაძემ, თენგიზ კაპანაძემ, თემო სანდროშვილმა, გიორგი სანდროშვილმა, ნოდარ ბაბელაშვილმა, თენგიზ ფოცხვერაშვილმა, ალექსანდრე ნადიბაიძემ და ნიკოლოზ სანდროშვილმა.

პარტიული სიით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგისტრაცია გაუუქმა სიის მეორე ნომერს ბესიკ ბექაურსაც. გარდა ამისა, ასპინძაში პარტიული სია დატოვეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა ალექსი აბელიანმა და გიორგი ნემსაძემ.

N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, კანდიდატურები არ მოუხსნიათ მაჟორიტარობის კანდიდატებს. აქ საკუთარ მერობის კანდიდატს არზუმან ზოროღლიანს უფლებამოსილება შეუწყვიტა პარტია „გიორგი ვაშაძე–ერთობა ახალმა საქართველომ“ .

გარდა ამისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგისტრაცია გაუუქმა სიის მესამე ნომერს ზურაბ ბერიძეს. ამავე პარტიის სიიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე არჩვენებს გამოეთიშა ნანა ბოჭორიშვილიც.

N36–ე ბორჯომის საარჩევნო ოლქში კანდიდატურები მხოლოდ ორმა მაჟორიტარობის კანდიდატმა მოიხსნა:

ალექსი პაპიძემ – „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დვირის მაჟორიტარულ ოლქში;

კლიმენტი ბერიძემ – „დიმიტრის ლორთქიფანიძე, კახა კუკავა –დემოკრატიული მოძრაობა–თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბაკურიანის მაჟორიტარულ ოლქში;

N38–ე ადიგენის საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა თქვა – ნოდარ მიქელაძემ, რომლიც „პატრიოტთა ალიანსიდან“ ზანავის მაჟორიტარულ ოლქში აპირებდა კენჭისყრას.

დამოუკიდებელი მერობის კანდიდატმა ანდრანიკ კარსლიანმა მოიხნა კანდიდატურა ნინოწმინდაში.

რაც შეეხება N40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქს, აქ კანდიდატურები ოთხმა მაჟორიტარმა მოიხსნა:

მკრტიჩ ვირაბიანმა – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაკის მაჟორიტარულ ოლქში;

სამველ აბრამიანმა – “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა სულდის მაჟორიტარულ ოლქში;

არმენუი მინასიანმა – „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ხოსპიოს მაჟორიტარულ ოლქში;

მალხაზ აჩელაშვილმა – დამოუკიდბელმა კანიდატმა კოთელიის მაჟორიტარულ ოლქში.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე