ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, შესაძლოა, საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის დაჯარიმდეს

773

ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, შესაძლოა, საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის დაჯარიმდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე სამუშაო საათებში იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს და სოციალური ქსელით “ქართული ოცნების” მხარდასაჭერ მასალებს აზიარებდა.

ორგანიზაციამ ფაქტის შესასწავლად ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიას მიმართა. კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება მერიის იურისტი. ირაკლი გიორგაძე აცხადებს, რომ ის არასამუშაო საათებსა და შაბათ-კვირას ახდენდა მასალების გაზიარებას.
ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ირაკლი გიორგაძე 2000 ლარით დაჯარიმდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი