ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

777

სოფელ ტანძიის საბავშვო ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობა რამდენიმე კვირაა დაიწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღში საკანალიზაციო ქსელისა და სველი წერტილების მოწესრიგება მოხდება, დაზიანებული სახურავი ახალი ლითონკრამიტით შეიცვლება, ბაღის ეზოში კი მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედანი.

ტანძიის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს განხორციელდება.

ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.