წყალტუბოში “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პლაკატებზე ცოცხები მიამაგრეს

977

წყალტუბოში “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პლაკატებზე ცოცხები მიამაგრეს. როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბში განაცხადეს, აღნიშნული ფაქტი პირველი შემთხვევა არ არის. ისინი მომხდარში “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებენ.

როგორც პარტიის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, “ქართული ოცნება” მსგავსი მეთოდებით ცდილობს არჩევნების მოგებას. ისინი პოლიციას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

“ქართული ოცნების” წყალტუბოს საარჩევნო შტაბში “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი