ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 910 532 ლარი დაიხარჯება

1086

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას გამზირის გასწვრივ მდებარე ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, ტენდერი გამოცხადდა და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 910 532 ლარს შეადგენს.

“პირველ ეტაპზე, 2017 წლისთვის დაგეგმილია არხის სადემონტაჟო სამუშაოები და ახალი რეკონსტრუირებული არხის მშენებლობა, პანდუსების მოწყობა-მოპირკეთება, არხის დახურული უბნების მოწყობა, პანდუსებზე და გადასასვლელბზე მოაჯირების მოწყობა, არხის თავზე ბუნებრივი გარნიტის ბორდიურების მოწყობა, სარწყავი სისტემების მონტაჟი, წყალსაწრეტი ცხაურებისა და მილების მონტაჟი, დეკორატიული ქოთნების მოწყობა.

დენდროლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, მცენარეთა მოვლა-პატრონობა 2018 წლის თებერვალსა და მარტში, გაზაფხულზე განხორციელდება,” – აღნიშნულია მერიის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.