გიორგი ვაშაძე: მერობის კანდიდატებმა მარათონი გამართეს – ვინ უფრო ადრე გაუშვებს “სითი პარკს”

722

“ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატებმა გამართეს მარათონი სახელწოდებით – ვინ უფრო ადრე გაუშვებს “სითი პარკს”.

როგორც ვაშაძე აცხადებს,  ამ საკითხთან დაკავშირებით მას განსხვავებული მიდგომები ექნება. მისი თქმით, ეს კომპლექსური საკითხია, საცობების, პარკინგისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან განცალკევებულად არ უნდა მოხდეს ამ საკითხის განხილვა.

“მერობის კანდიდატებმა მარათონი გამართეს, ვინ უფრო ადრე გაუშვებს „სითი პარკს“. ასე შეიძლება დავარქვათ იმას, რა მარათონიც მათ აქვთ გამართული. ეს უბრალოდ სასაცილოა. ჩემი მიდგომა სხვანაირი იქნება. პარკინგი საცობებისგან საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან და საფეხმავლო ბილიკებისგან ცალკე არ განიხილება. ეს არის კომპლექსური საკითხი. მე მაგალითად, სპეციალისტებთან ერთად მერობიდან ერთ კვირაში კონკრეტულ ამოცანებს დავუსახავ „სითი პარკს“ და ამ ამოცანების შესრულებას მოვთხოვ. დღეს, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ მერიამ არცერთხელ არ დაუსახა ამოცანები, რაც მას უნდა გადაეწყვიტა. შესაბამისად, ისინი მოქმედებენ ისე, როგორც უნდათ. ჩვენ გვექნება სამოქმედო გეგმა, შევთანხმდებით საზოგადოებასთან ერთად და თითოეულ თბილისელს შეეძლება მონიტორინგი გააკეთოს ასრულებს თუ არა ამ ვალდებულებებს „სითი პარკი“. თუ არ იქნება თანახმა მაშინ, სხვა კომპანია იქნება, რომელიც ამას შეასრულებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წყარო: აიპრესი