ცესკო დევნილებს შეახსენებს, რომ არჩევნებში ხმის მისაცემად ე.წ. დევნილის მოწმობის წარდგენა აღარ სჭირდებათ

719

ცენტრალური საარჩევნო კომისია იძულებით გადაადგილებულ პირებს შეახსენებს, რომ არჩევნებში ხმის მისაცემად, სტატუსის დამადასტურებელი, ე.წ. დევნილის მოწმობის წარდგენა საარჩევნო უბანზე აღარ დასჭირდებათ. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, დევნილი პირები საარჩევნო პროცესში მონაწილეობას ჩვეულებრივ, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ.

„ყველა წინა არჩევნებზე დევნილის შემთხვევაში აუცილებელი იყო პასპორტთან ან პირადობის მოწმობასთან ერთად, დევნილის მოწმობის წარდეგაც არცევნებში მონაწილეობისთვის. კანონში ცვლილება ივნისში შევიდა ძალაში, რომლის თანახმადაც, ყველა დევნილი , ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მოქალაქე, თუკი არის ამომრჩეველთა სიაში, მას არ დასჭირდება დამატებით დევნილის მოწმობის წარდგენა. დევნილი პირები საარჩევნო პროცესში მონაწილეობას ჩვეულებრივ, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი