ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსი ,,შემოდგომა რაჭაში – მწიგნობარი” გაიმართება

6-8 ოქტომბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი ,,შემოდგომა რაჭაში – მწიგნობარი” გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ლიტერატურული კონკურსი ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ტარდება. მასში სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსანტები ცხრა ნომინაციაში შეავსებენ ტესტებს.

კერძოდ:

ისტორიული რომანი;
კლასიკოსები;
პოეზია, უპირველეს ყოვლისა;
მეოცე საუკუნის მოთხრობა;
თანამედროვე მწერლობა;
პუბლიცისტიკა;
საბავშვო მოთხრობა;
თავისუფალი თემა;
ბაჩანა ბრეგვაძე და მისი მრავალმხრივი შემოქმედება.

გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცემათ.

წყარო: ინეტრპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები