თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების შემდეგ, მუნიციპალიტეტებმა თანამშრომელთა გადარჩევა დაიწყეს

თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების შემდეგ, მუნიციპალიტეტებმა თანამშრომელთა შერჩევა დაიწყეს. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტი რიცხვი, რამდენ ადამიანს მოუწევს სამსახურის დატოვება და რა ნიშნით შეირჩევიან ახალი თანამშრომლები.

კონკურსი იმ მუნიციპალიტეტში ტარდება, რომლებიც თვითმმართველის სტატუსჩამორთმეულ ქალაქებთან გააერთიანეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამსახურების გაერთიანება ხდება, რაც კადრების შემცირებას გამოიწვევს.

დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, რამდენი მოხელე დარჩება სამსახურის გარეშე, თუმცა ამბობენ, რომ გარკვეული შემცირებები მოსალოდნელია.

გარდაუვალ შემცირებებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ კითხვები კონკურსსა და კომისიის შემადგენლობაზეც აქვთ. მესამე სექტორში თვლიან, რომ პროცესი ბუნდოვანია და მოხელეთა შერჩევის წესი ნეპოტიზმისა და პოლიტიკური ნიშნით შერჩევის საშუალებას იძლევა.

გასაუბრებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში უკვე დაიწყო. კომისიამ გადაწყვეტილება მოხელეთა შეფასების შესახებ არჩევნებამდე უნდა მიიღოს. ახლად არჩეულ მერს თანამშრომელთა სია უკვე გამზადებული დახვდება.

წყარო: რუსთავი 2

მსგავსი სიახლეები