სამგორში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

718

სამგორის რაიონში, სოფელ წინუბანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე.

ბაღში ათი ჯგუფია. წინუბანში 1999-ი წლის შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ ფუნქციონირებდა. ახალი ბაღის შენობა თბილისის მერმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან და სამგორის რაიონის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.

წყარო: იმედინიუსი