საარჩევნო სიის მიღმა დარჩენილი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე – ალექსანდრე თოფურია პოლიტიკურ ტაიმაუტს იღებს

753

“2014 წლიდან დღემდე საკრებულოს თავმჯდომარე ვარ.  ჩემი უფლებამოსილება კანონით, ახალი საკრებულოს პირველ სხდომამდეა განსაზღვრული. ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა მერის კანდიდატადაც მმართველი პარტიიდან.  ასევე, მქონდა შემოთავაზება, საჯარო სამსხურში გამეგრძელებინა მუშაობა, მაგრამ ეს იქნებოდა ქალაქგარეთ, რაც ჩემთვის მიუღებელია.

მივიღე გადაწყვეტილება, ავიღო პოლიტიკური ტაიმაუტი და კერძო სექტორში გადავიდე. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ არ გამოვრიცხავ პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებას“, – ამის შესახე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე თოფურიამ განაცხადა.

– საბოლოოდ, არც მაჟორიტარებს შორის და არც პროპორციულ სიაში თქვენი გვარი არ ფიგურირებს. რით ახსნით ამ გარემოებას?

 მმართველი გუნდმა მიიღო გდაწყვეტილება და მე მას ვემორჩილები.

– თქვენ აცხადებთ, რომ პოლიტიკიდან მიდიხართ, ტოვებთ „ქართულ ოცნებას“?

 მე პარტიის წევრი არ ვარ.

– საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენთ…

– “ოცნებამ” 2014 წელს მაჟორიტარ კანდიდატატ წარმადგინა, შესაბამისად საკრებულოში “ოცნების” ფრაქციის წევრი ვარ.

– ესე იგი არასოდეს ყოფილხართ პარტიის წევრი?

 წევრი არ ვყოფილვარ.

– გარკვეული პერიოდის შემდეგ გეგმავთ ოპოზიციაში გადასვლას?

 მე ეს არ მითქვამს, თუმცა, ამ ეტაპზე არც არაფერს გამოვრიცხავ და არც არფერს ვადასტურებ.

წყარო: აიპრესი