”ნაცმოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეხვდნენ

1124

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარტიის ოფისში შეხვდნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, ორგანიზაციებს წინასაარჩევნო აგიტაციის დროს არსებულ სავარაუდო დარღვევებზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მერობის კანიდატები ადმინისტრაციულ რესურსს აქტიურად იყენებენ.

„ქართული ოცნება“ 21 ოქტომბერს არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და ამისთვის ყველა მეთოდს იყენებს, რაც კანონით აკრძალულია. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან ფოტო მასალას წარმოგიდგენთ, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანიდატები უხეშად არღვევენ კანონს და ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ. ვხედავთ, თუ როგორ მონაწილეობენ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინასებული პროგრამების განხორციელებაში, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში კანონით აკრძალულია. ყველა სოფლის რწმუნებული, სკოლის დირექტორები და სხვადასხვა საჯარო სამსახურის თანამშრომლები წინასაარჩევნო აგიტაციაში არიან ჩართული. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მათ შორის უწყებათაშორის კომისიას, შესაბამისი ქმედებები განახორციელონ. ასევე, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ნუ ეცდებიან გაყალბებას”, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი