შსს: „ევროპული საქართველოს“ ბანერის დაზიანების გამო გამოძიება დაიწყო

657

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში საარჩევნო პლაკატის ჩამოხევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე სს კოდექსის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„ევროპული საქართველოს“ სარეკლამო ბანერი წუხელ ჩამოგლიჯეს. პარტიაში აღნიშნულ ქმედებას „ქართულ ოცნებას“ უკავშირებენ. მმართველი ძალა კი ბრალდებებს უარყოფს.

წყარო: რადიოათინათი

ფოტო: რადიოათინათი