“ერთობა – ახალი საქართველო” უახლოეს პერიოდში, პარლამენტში საკანონდებლო ინიციატივას წარადგენს

636

“ერთობა – ახალი საქართველო” უახლოეს პერიოდში, პარლამენტში საკანონდებლო ინიციატივას წარადგენს.  თბილისის მერობის კანდიდატმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა.

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ შემუშავდეს საკანომდებლო ინიციატივა და ამას ჩვენ გავუგზავნით პარლამენტს. აიკრძალოს სიმბოლურ ფასად ერთ ლარად ქონების გადაცემა გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ყველა მსგავსი პროექტი გატანილი უნდა იყოს ბლოეკჩეინ აუქციონზე, რომელიც უზრუნველყოფს გამჭირვალეობასა და ობიექტურობას ყველა დაინტერესებული პირისთვის. ვფიქრობთ, აუცილებელია ყველა ერთ პირთან მოლაპარაკებით სიმბოლურ ფასად- ერთ ლადარად გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით, მოხდეს სრული შესწავლა 2000 წლიდან მოყოლებული, რათა დავინახოთ ხდება თუ არა სახელმწიფო ქონების განიავება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ერთობა-ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანიდატის თქმით, „ქართულ ოცნებას” საერთოდ არ აინტერესებს საზოგადოების აზრი და ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ.

წყარო: აიპრესი