კახა კალაძე: მაინტერესებს, ალეკო ელისაშვილთან რატომ უნდა დავჯდე დებატებში

509

მაინტერესებს, ალეკო ელისაშვილთან რატომ უნდა დავჯდე დებატებში?! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს, რომელმაც ის დებატებში გამოიწვია.
როგორც კახა კალაძემ  განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაჯდეს სადებატოდ ალეკო ელისაშვილთან და არა კახა კუკავასთან ან გუგავასთან.

„მერობის 7 ოპოზიციური კანდიდატია, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში და რატომ უნდა დავჯდე ელისაშვილთან სადებატოდ?! ან რატომ არ უნდა დავჯდე კახა კუკავასთან ან თუნდაც გუგავასთან?!

არსებობს ფორმატი, რომლის შემოთავაზებაც გაკეთებული აქვთ ტელევიზიებს და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ დებატებში. არც ერთ დებატს არ გავქცევივართ.

რაც შეეხება მოსახლეობასთან შეხვედრებს, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდები მათ და ვსაუბრობთ არსებულ პრობლემებზე, ვესაუბრებით მოსახლეობას თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ პრობლემები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: ინეტრპრესნიუსი