ბათუმის “ნაცმოძრაობამ” ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

1218

“ბათუმში ბოტანიკური ბაღის პლაჟი  ბათუმის საკრებულომ აჭარის მთავრობას უკანონოდ გადასცა, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად” – აღნიშნული განცხადება ბათუმში დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა.

მირდატ ქამადაძის თქმით საქმეზე საჩივარი მათი მიმართვის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ შევიდა, დღეს კი იუსტიციის სამინისტროს არ ჰქონდა უფლება ტერიტორია დაჩქარებული წესით მფლობელობაში აჭარის მთავრობისთვის გადაეცა. ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს აჭარის მთავრობამ სასამართლოს გადაწყვეტილების მიეღებამდე კომპანია “ბიზნეს დეველოპმენტს” არ გადასცეს განსაკარგად.

საუბარია 6300 მეტრკვადრატ ტერიტორიაზე, რომელიც ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 29 სექტემბერს აჭარის მთავრობას 49 წლიანი იჯარით გადაეცა, შემდგომ მოვლა პატრონობის მიზნით კომპანია “ბიზნეს დეველოპმენტისთვის” გადასაცემად.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ “ბიზნეს დეველოპმენტი” სასტუმრო კომპლექსს აშენებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით ბოტანიკური ბაღის პლაჟამდე კომპანია საბაგიროს მოწყობას გეგმავს. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, განკარგულება პლაჟის ნაწილის აჭარის მთავრობისთვის გადაცემის შესახებ, ბათუმის საკრებულომ გუშინ მას შემდეგ შეიტანა, რაც პარტიამ აღნიშნული საკითხი სასამართლოში გაასაჩივრა.

ოპოზიიციის განმარტებით მიუხედავად სადაოდ გახდილი ტერიტორიისა, იუსტიიციის სამინისტრომ დადგენილება აღსრულებაში მაინც მოიყვანა.

წყარო: აიპრესი