გიგი უგულავამ დუშეთის მოსახლეობას მერობის კანდიდატი წარუდგინა

1120

,,ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ დუშეთის მოსახლეობას მერობის კანდიდატი გელა დაიაური წარუდგინა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. დუშეთს სასმელი წყლის, შიდა გზებისა და გაზიფიკაციის პრობლემა აქვს. გიგი უგულავამ ამომრჩეველს წინასაარჩევნო გეგმაც გააცნო. ევროპული საქართველოს ლიდერის განმარტებით, ბიუროკრატიული ხარჯები გაუქმდება და თანხა პენსიის ზრდას მოხმარდება. მისი თქმით, დუშეთში პენსია 20 ლარით გაიზრდება.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: იმედინიუსი