ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ხიდი ჩაინგრა

ოზურგეთის გამგეობის ინფორმაციით, სოფელ ნაგომარში მცირე ზომის ხიდი ჩაინგრა და 4 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა. ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი და გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე იმყოფებოდნენ.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ყაზაიშვილის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ნაგომარში პრევენციულ ზომებს დღესვე მიიღებენ, რაც შეეხება ხიდის აღდგენით სამუშაოებს, ის უახლოეს მომავალში დაიწყება.

უწყების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. სოფლებს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები