ბორჯომის გამგეობამ სექტემბერში მოქალაქეების დახმარების მიზნით, 65 686 ლარის დაფინანსება გასცა

1151

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სექტემბრის თვეში მოქალაქეების დახმარების მიზნით, 65 686 ლარის დაფინანსება გასცა.

ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 295 ბენეფიციარს.

„მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღო 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, გამოჩენილმა ადამიანებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, 100 წელს გადაცილებულმა პირებმა, დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა. რაც ყველაზე მთავარია, პროგრამების მიხედვით განხორციელდა მოქალაქეებისათვის საჭირო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურეობის დაფინანსება“, – აღნიშნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.

ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს გამგეობამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარების, ისე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს